ამერიკელებმა ავტომობილის უნიკალური "თვითაღმდგენი" საღებავი გამოიგონეს
Page 1 of 1

ამიერიდან განაკაწრი ავტომობილზე პრობლემას აღარ წარმოადგენს. სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა "თვითაღმდგენი" ავტომობილის საღებავი შექმნეს! მათ მიერ გამოგონილი პოლიურეთანის საფარველი დაზიანებისას თვითაღდგენას დაახლოებით ერთ საათს უნდება. ამისთვის კი ერთადერთი პირობაა საჭირო – მზის შუქი.
ახალი თაობის საღებავში გამოიყენება ნივთიერება ქიტოზანი – იგი შედის კიბორჩხალებისა და კრევეტების " ჯავშანში" ანუ ქიტინში. როცა ავტოსაფარველის ზედაპირი ზიანდება, ქიტოზანი მზის ულტრაიისფერ სხივებზე რეაგირებს – იწყება რეაქცია და უნიკალური საღებავი, რომელიც რგოლისებრი მოლეკულებისგან შედგება, განაკაწრს დაზიანებული რგოლების მოლეკულურ დონეზე ავტომატურად აღდგენის გზით "ირჩენს".
ჟურნალ "საიენსის" ცნობით, ამ ნოუ ჰაუს – იდეალურ საავტომობილო საღებავს აღდგენა მოძრაობის დროსაც შეუძლია. გამოგონების ერთადერთი "სუსტი წერტილი" ისაა, რომ განაკაწრის "უკვალოდ შეხორცება" ერთსა და იმავე ადგილას მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი.

Levan- Number of posts : 12
Registration date : 11.03.09
Similar topics
» ფეხბურთში "ფორთოხლისფერი" ბარათის შემოღებას გეგმავენ!
» "მაზდას" ჰუმანური ვერსია
» თბილისის ქუჩებში ახალი პლაკატია - ”რატომ?"
» ეკლესია 8 მარტს, დიდმარხვის პირველ კვირას, “მართლმადიდებლობის ზეიმს" აღნიშნავს

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum