First Georgian Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

ეკლესია 8 მარტს, დიდმარხვის პირველ კვირას, “მართლმადიდებლობის ზეიმს" აღნიშნავს

Go down

ეკლესია 8 მარტს, დიდმარხვის პირველ კვირას, “მართლმადიდებლობის ზეიმს" აღნიშნავს Empty ეკლესია 8 მარტს, დიდმარხვის პირველ კვირას, “მართლმადიდებლობის ზეიმს" აღნიშნავს

Post  DeSouza Mon Mar 09, 2009 8:42 am

მართლმადიდებელი ეკლესია 8 მარტს, დიდმარხვის პირველ კვირას, “მართლმადიდებლობის ზეიმს" აღნიშნავს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ამ დღეს ტაძრებში წმინდა სახარებიდან ის ადგილი იკითხება, რომელიც გალილეის ქალაქ კანაში მცხოვრებ ნათანაილს ეხება.
სახარების მიხედვით, იგი უფალთან მოციქულ ფილიპეს რჩევით მიდის. მისი დანახვისას კი უფალი იტყვის: “ეჰა, ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკვაი არა არს”. ნათანაელის მიმართ წარმოთქმულ უფლის სიტყვებში მართლმადიდებელი ქრისტიანის სახეა ნაჩვენები. იგი შემდგომ ბართლომეს სახელით ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფე გახდა.
მართლმადიდებელი ეკლესია “მართლმადიდებლობის ზეიმს” მე-9 საუკუნიდან აღნიშნავს. მე-8 საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიაში ხატმებრძოლობა წარმოიშვა, რომელიც თითქმის ერთ საუკუნეს გაგრძელდა. 842 წელს სპეციალურ კრებაზე ხატმბრძოლობა დაგმეს, ხატების თაყვანისცემა აღადგინეს და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადეს. ამის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს დიდმარხვის პირველ კვირას დღესასწაულობს.
დიდმარხვა 2 მარტს დაიწყო და 19 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება
DeSouza
DeSouza
Admin

Number of posts : 27
Age : 41
Registration date : 07.03.09

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum