First Georgian Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

Sony-ს ტელევიზორებს ”საფულეც” ექნებათ

Go down

Sony-ს ტელევიზორებს ”საფულეც” ექნებათ Empty Sony-ს ტელევიზორებს ”საფულეც” ექნებათ

Post  Levan Tue Mar 17, 2009 5:00 am

Sony-ს ახალი თხევადკრისტალური ტელევიზორები აღჭურვილნი იქნებიან მოწყობილობით, რომელიც ელექტრო გადასახადს მიიღებს. ეს მომხმარებელს ფასიანი ფილმებისა და პროგრამების ნახვას გაუადვილებს, იუწყება AFP.
ამ სერიის პირველი ტელევიზორები, რომელიც წაკითხვის მსგავსი მოწყობილობითაა დაკოლმპლექტებული, იქნებიან Bravia W5 და Bravia F5. იაპონიაში პროგრამებისა და ფილმების საფასურის გადახდა ტელევიზორის დახმარებით ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ აუცილებელი იყო დისტანციური მართვის პულტზე საკრედიტო ბარათის ნომრის აკრეფა.
იაპონიაში მსგავსი უკონტაქტო ელექტრო საფულეებით, რომლებიც მრავალ მაღაზიაში შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის შესაძლებლობას იძლევა, უკვე აღჭურვილია მობილური ტელეფონები. ასეთი საფულეები საკრედიტო ბარათებზე უფრო მოსახერხებელია, რადგანაც უფრო ადვილად ახორციელებენ მიკროგადახდებს.
2008 წლის დასაწყისისთვის იაპონიაში ელექტრო გადახდის შესაძლებლობა თითქმის ას მილიონ მოწყობილობას ჰქონდა, რომელთაგანაც 10 მილიონზე მეტი აქტიურად გამოიყენებოდა. მოსალოდნელია, რომ 2010 წლისთვის აქტიური მოწყობილობების რაოდენობა 90 მილიონს მიაღწევს

Levan

Number of posts : 12
Registration date : 11.03.09

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum