ემირ კუსტურიცა „ცხინვალის კონფლიქტის“ შესახებ ფილმის გადაღებას იწყებს
Page 1 of 1
ემირ კუსტურიცა „ცხინვალის კონფლიქტის“ შესახებ ფილმის გადაღებას იწყებს
„სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა ცხინვალის კონფლიქტის შესახებ ფილმის გადაღებას უახლოეს მომავალში დაიწყებს“, - ამის შესახებ რუსული ინტერნეტგამოცემა „ლაიფ.რუ“ იუწყება. ფილმს ჟურნალისტ ფატიმა სალკაზანოვას მიერ მომზადებულ მასალებზე დაყრდნობით გადაიღებენ. რეჟისორის აგენტისა და ძმის, ნანო კუსტურიცას განცხადებით, ფინანსური კრიზისის გამო გადაღებები, შესაძლოა, დათქმულ ვადაში ვერ დასრულდეს. ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, კუსტურიცას ფილმში მოქმედება უმთავრესად ცხინვალში განვითარდება. რუსული მედიის მტკიცებით, როცა კუსტურიცას ცხინვალში დანგრეული სახლების, სოფლებისა და შეშინებული ბავშვების კადრები აჩვენეს, მან განაცხადა, რომ „ეს იქნება სურათი, რომელსაც ათი წლის წინ არაფრის გამო არ გადაიღებდა“. ფილმის გადაღებაზე კუსტურიცასთან მოლაპარაკებები გასული წლის შემოდგომაზე, მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში შედგა, სადაც რეჟისორი ჯგუფ „No Smoking Orchestra”-თან ერთად კონცერტებს მართავდა. რეჟისორთან მოლაპარაკებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელი ალექსანდრე ტოტოონოვი აწარმოებდა.
Levan- Number of posts : 12
Registration date : 11.03.09
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum