შექსპირი

View previous topic View next topic Go down

შექსპირი

Post  DeSouza on Tue Mar 10, 2009 9:17 pm


ლონდონის საზოგადოებას უილიამ შექსპირის პორტრეტი წარუდგინეს, რომელზეც ისე საუბრობენ, როგორც დიდი დრამატურგის ერთადერთ სანდო გამოსახულებაზე. მკვლევარები ნახატს 1610 წლით ათარიღებენ.

პორტრეტი რესტავრატორ ალეკ კობს ეკუთვნის, რომელმაც ნახატი წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღო. მათგან ერთ-ერთი შექსპირის მფარველი ჰენრი რიზლი, საუტჰემპტონის მესამე გრაფი იყო.

კობმა ოჯახური რელიკვიის ფასი მაშინ გაიგო, როცა ეროვნული გალერეის გამოფენას ესტუმრა. იქ შექსპირის ისეთი პორტრეტი ნახა, რომელიც მიჩნეული იყო დიდი დრამატურგის სიცოცხლეში შექმნილ ერთადერთ გამოსახულებად. რესტავრატორმა მაშინვე შეიცნო მის სახლში შენახული ძველი ნახატის ასლი.

აქამდე შექსპირის ყველაზე სანდო გამოსახულებად სტრადფორდში-ეივონზე მდებარე წმინდა სამების ტაძარში შენახული ბიუსტი და ჰოლანდიელი მხატვრის დრუშაუტის "პირველი ფოლიოს" (1623 წ.) ცნობილი გრავიურა იყო მიჩნეული. ამ უკანასკნელზე შექსპირი არც ისე ახალგაზრდაა და თავზე თმა საერთოდ არ აქვს.

23 აპრილიდან კობისეული პორტრეტი ზემოხსენებული ფონდის შენობაში გამოიფინება

DeSouza
Admin

Number of posts : 27
Age : 33
Registration date : 07.03.09

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum