მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანს სპეციალური ავტომობილი დაუმზადეს

View previous topic View next topic Go down

მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანს სპეციალური ავტომობილი დაუმზადეს

Post  DeSouza on Mon Mar 09, 2009 8:39 am

მექსიკელ მანუელ ურიბეს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანადაა აღიარებული, სპეციალური ავტომობილი დაუმზადეს, იუწყება The Telegraph. იმისათვის, რომ მანქანამ მანუელ ურიბეს წონას გაუძლოს, 1989 წლის გამოშვება ჩჰევროლეტ Astrovan-ში შეტანილ იქნა მთელი რიგი ცვლილებები: ავტომობილს მოხსნეს სახურავი, მოაშორეს სკამები. მექსიკელი საჭესთან მეუღლეს დასვავს, თავად კი უკან ლეიბზე მოთავსდება. ლოგინიდან ავტომობილში და უკან ურიბე სპეციალური ამწეთი გადაადგილდება.
მანუელ ურიბეს მეგობრებმა, რომლებიც მას ”მემე”-ს ეძახიან მანქანა უკვე მონათლეს და მას ”მემე-მობილი” შეარქვეს. გახარებული ურიბე და მისი მეუღლე მაისში პლიაჟზე გეგმავენ გამგზავრებას.
მანუელ ურიბე გინესების რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე მსუქანი ადამიანი მთელს მსოფლიოში 2006 წლის მონაცემებით. იმ დროისათვის მისი წონა 560 კილოგრამს შეადგენდა. მოგვიანებით მან 250 კილოგრამი მოიკლო. მიუხედავად ამისა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მას ლოგინი პრაქტიკულად არ დაუტოვებია.

DeSouza
Admin

Number of posts : 27
Age : 33
Registration date : 07.03.09

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum