“ევროვიზიის” ადმინისტრაცია კონკურსზე პოლიტიკურ სიმღერას არ დაუშვებს

View previous topic View next topic Go down

“ევროვიზიის” ადმინისტრაცია კონკურსზე პოლიტიკურ სიმღერას არ დაუშვებს

Post  DeSouza on Mon Mar 09, 2009 8:29 am

“ევროვიზიის” ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კონკურსზე პოლიტიკური კონტექსტით სიმღერების შესრულებას არ დაუშვებს. ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ევროვიზიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა იარმო სიიმმა განუცხადა. “პოლიტიკური სიმღერები არასდროს დაიშვებოდა და არც დაიშვება ”ევროვიზიაზე”. თუმც, აღნიშნული კონკრეტული სიმღერის შინაარსის შეფასებას ჩვენ მხოლოდ 16 მარტის შემდეგ შევძლებთ, როდესაც სიმღერების მიღება დასრულდება”, - განაცხადა მან.

მანამდე ევროვიზიის პრესმდივანმა სიეტსე ბაკერმა "რია ნოვოსტისთან" საუბრისას განაცხადა, რომ ევროპული სამაუწყებლო კავშირი (EBU) კომენტარს არ აკეთებს საქართველოს მიერ ევროვიზია-2009-ზე ანტირუსული სიმღერის წარდგენის ფაქტზე. “მონაწილეთა ყველა სიმღერა წარმოდგენილი იქნება ევროპულ სამაუწყებლო კავშირში 16 მარტამდე. დადგენილი წესების თანახმად, ამ თარიღამდე კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ შეცვალონ სიმღერები და გააკეთონ ის, რაც მათ მოესურვებათ”, - განაცხადა ბაკერმა. სიმღერის კონკურს ”ევროვიზია-2009”-ის დასკვნითი კონცერტი მოსკოვში 16 მაისს გაიმართება. აღნიშნულ კონკურსზე საქართველოს ჯგუფი ”სტეფანე და 3G” წარადგენს.

DeSouza
Admin

Number of posts : 27
Age : 33
Registration date : 07.03.09

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum