საქართველოს სტუდენტ-ახალგაზრდობას, 2010 წლის 9 აპრილს 14:00 საათზე

View previous topic View next topic Go down

საქართველოს სტუდენტ-ახალგაზრდობას, 2010 წლის 9 აპრილს 14:00 საათზე

Post  shamili on Mon Mar 29, 2010 4:41 pm

საქართველოს სტუდენტ-ახალგაზრდობას

საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის მიმართვა.

მოგმართავთ როგორც ყველაზე აქტიურ და წამყვან ძალას ყველა ეპოქასა და საზოგადოებაში.
რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში განსაკუთრებით გააქტიურდა ყოფილი სსრკ-სა და რუსთის ფედერაციის აგენტურა საქართველოში, რომელიც ერევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახდენს ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკურ დეზორიანტაციას რუსეთის სასარგებლოდ და ცდილობს დააბრუნოს საქართველო რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის ორბიტაზე.
სწორედ ამიტომ, რუსეთის ფედერაციის მიერ დაპყრობილი საქართველოს ტერიტორიებისა, იქ მძევლად დარჩენილი ჩვენი თანამემამულეების გათავისუფლებისა და საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან ზემოთ ხსენებული აგენტურის მოკვეთის მოთხოვნით მოგიწოდებთ მთელ მსოფლიოს დასანახად გავმართოთ საყოველთაო საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 2010 წლის 9 აპრილს, 14:00 საათზე.
აგრეთვე მოგიწოდებთ ამ აქციასთან დაკავშირებით ადგილებზე შექმნათ საორგანიზაციო ჯგუფები და კოორდინაციის მიზნით მუდმივი კავშირი იქონიოთ საქართველოს დეოკუპაციისა და გათავისუფლების ერთიანი ფრონტის საინიციატივო ჯგუფთან.

ტელეფონი:
822 54-55-60 ირაკლი წერეთელი;
822 37-51-36, 895 71-13-93 კოსტანტინე ჩოგოვაძე;
899 10-06-03 დავით კოპალეიშვილი;
895 36-93-83 გურამ გოგბაიძე;
893 30-44-51 ზურაბ ბარბაქაძე.

shamili

Number of posts : 2
Registration date : 29.03.10

View user profile

Back to top Go down

Re: საქართველოს სტუდენტ-ახალგაზრდობას, 2010 წლის 9 აპრილს 14:00 საათზე

Post  shamili on Mon Mar 29, 2010 4:42 pm

ძალიან გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ, ეს ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანია

ლიდერები არიან ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ძველი ლიდერები - ირაკლი წერეთელი ( ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი ( ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, მოხდილი აქვს სასჯელი 4 წლიანი გადასახლებით რუსეთის საპყრობილეებში ანტისაბჭოთა მოღვაწეობის გამო ), გურამ გოგბაიძე- წმინდა ილია მართლის საზოგადოება (ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი, ყოფილი პოლიტიკური პატიმარი მოხდილი აქვს სასჯელი 7 წლიანი გადასახლებით რუსეთის საპყრობილეებში ანტისაბჭოთა მოღვაწეობის გამო ), იასონ ფავლენიშვილი ( ეროვნული მოძრაობის მონაწილე ). გელა ჩორგოლაშვილი - წმინდა ილია მართლის საზოგადოება ( ეროვნული მოძრაობის მონაწილე ). არაოფიციალური წევრია მწერალი დათო ტურაშვილი

ეს გაერთიანება არ არის ახალი პოლიტიკური ერთობა. ეს არის საზოგადოებრივი ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა. მოძრაობა არ ეხება სოციალურ საკითხებს. მოძრაობის ხაზია ანრისაოკუპაციო მოძრაობის გაშლა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში სადაც კი ცხოვრობენ ქართველები. გაერთიანებში შესვლა შეუძლია ნებისმიერი პარტიის წევრსა ( როგორც სახელისუფლებო ასევე ოპოზიციური ) თუ უპარტიო ადამიანს რომლისთვისაც უმწვერვალესი ეროვნული მიზანია ეროვნული დამოუკიდებლობა, ქვეყნის სრული დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა, ვისთვისაც მოღალატეა ყველა პოლიტიკოსი, რომელიც კრემლის კარზე დარბის ,,აზნაურობის საძიებლად'', ვისთვისაც მოღალატეობრივია ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე აწარმოებს რაიმე სახის მოლაპარაკებას რუსეთის იმპერიასთან გარდა საქართველოს სრული, უპირობ დეოკუპაციისა.
მოძრაობაში უნდა გაერთიანდნენ ის ქართველები, რომელთათვისაც მიუღებელია კრემლის სპეცსამსახურების მიერ შეთითხნილი ეგრეთ წოდებული ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეცეპტი'', სადაც იგულისხმევა საქართველოს, დამოუკიდებელი აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული ,,სამხრეთ ოსეთის'' კონფედერაციული, მარტივად დაშლადი, სახელშეკრულებო სახელმწიფოს შექმნა რომლიდანაც აფხაზეთისა დაეგრეთ წოდებული ,,სამხრეთ ოსეთის'' უკვე ჩვენს მიერ ლეგიტიმურად ცნობილი ( კონფედერაციული სახელნწიფოს შექმნის შემთხვევაში ) პრეზიდენტები და პარლამენტები ერთი გადაწყვეტილებით გაოიყვანენ კონფედერაციიდან აფხაზეთსა თუ ეგრეთ წოდებულ ,,სამხრეთ ოსეთს''.
კრემლის მიერ მართული კოლბორაციონისტი ოპოზიცია ( მთელ ოპოზიციურ სპექტრს რა თქმა უნდა არ ეხება ) აცხადებს რომ თითქოსდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გასაღები დევს კრემლში და თითქოსდა საჭიროა მათთან დიალოგი, რათა მოხდეს პირდაპირ მოლაპარაკებაზე გასვლა ადხაზეთისა და ეგრეთ წოდებული'' სამხრეთ ოსეთის'' დე ფაქტო ლიდერებთან. ამ კოლაბორაციონისტული ზალების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უდიდესი საფრთხე იმაშია რომ ამ დიალოგს აუცილებლად მოჰყვება ,,შედეგი'' და ყველასთვის გასაკვირად აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმები ( რომლებსაც კოლაბორაციონისტული ძალები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ვითომდა ურთიერთობის მოსაგვარებლად ლეგიტიმურად სცნობენ ) ,,დასთანხმდებიან'' ( ყველასდა გასაკვირად კრემლის ,,მეგობრული რჩევით ),,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის''აღდგენას ოღონდ საქართველოს, დამოუკიდებელი აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ,,სამხრეთ ოსეთის'' კონფედერაციული, მარტივად დაშლადი, სახელშეკრულებო სახელმწიფოს შექმნას.
ამ კონფედერაციული, მარტივად დაშლადი, სახელშეკრულებო სახელმწიფო წარმონაქმნის შექმნას კოლაბორაციონისტი პოლიტიკოსები უწოდებენ ,,ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას'' და დიდის ზარზეიმით აზეიმებს ერს საქართველოს დაშლის ფაქრიურ გაფორმებას.
გაუთვითცნობიერებელი, გულუბრყვილო და იოლად მიმნდობი ქართველობის ნაწილისთვის ამ სახელშეკრულებო კვაზი სახელმწიფო წარმონაქმნის შექმნა ასოცირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ამ სახელშეკრულებო კვაზი სახელმწიფოს შექმნისთვის გმირის იარლიყს მიაკრავენ მოღალატე პოლიტიკოსებს და გადამრჩენის გვირგვინს დაადგამენ რუსეთის იმპერიას და ჩათვლიან რომ რუსეთთან დათმობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
ამ დროს გამონაკლისების გარდა ვერავინ შეამჩნევს როგორ იქცევა სახელშეკრულები კვაზი სახელმწიფო რუსეთის ფაქრიურ გუბერნიად და მისი ნება სურვილების უდიტყვო შემსრულებლად, რადგან ოფიციალური თბილისის პატარა წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოვლენ კრემლის მიერ მართული აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული ,,სამხრეთ ოსეთის'' უკვე ლეგიტიმურად ცნობილი პრეზიდენტები და გამოიყენებენ ოფიციალური თბილისის მიერ მათთვის მინიჭებულ მათთვის ლეგიტიმურ უფლებას საქართველოდან გამოყოფის შესახებ. ალბათ ხვდებით როგორ მაზეს გვიგებენ კრემლი და მათი ხელისბიჭი ოპოზიცია საქართველოში ( რა თქმა უნდა ეს მთელ ოპოზიციურ სპექტრს არ ეხება ).

ალბათ ხვდებით რომ საშიშროება რეალურია, ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ კრემლის მზაკვრულ გეგმებს და ასევე უნდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას რომ აზრადაც არ გაივონ კონფედერაციაზე ფიქრი. აუცილებელია ქართველი ერი და პოლიტიკური სპექტრი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დავდგეთ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გავერთიანდეთ არა პიროვნებების, არამედ დეოკუპაციის იდეის გარშემო

shamili

Number of posts : 2
Registration date : 29.03.10

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum