First Georgian Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

ინტერნეტის გამომგონებელი ინტერნეტ-თაღლითების მსხვერპლი გახდა

Go down

ინტერნეტის გამომგონებელი ინტერნეტ-თაღლითების მსხვერპლი გახდა Empty ინტერნეტის გამომგონებელი ინტერნეტ-თაღლითების მსხვერპლი გახდა

Post  Levan Tue Mar 17, 2009 4:48 am

სერ ტიმ ბერნერს-ლიმ, რომელიც ინტერნეტის შემქმნელად ითვლება, განაცხადა, რომ იგი ინტერნეტ-თაღლითებმა "გააცურეს". ამის შესახებ სტატია The Daily Telegraph-მა გამოაქვეყნა.
ბერნერს-ლიმ თქვა, რომ მას ინტერნეტით საშობაო საჩუქრის შეძენა ჰქონდა გადაწყვეტილი. მისი თქმით, კომპანია, რომელსაც მისთვის საინტერესო საქონელი ჰქონდა, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა, თუმცა შემდგომში გაირკვა, რომ იგი "საპნის ბუშტი" იყო.
ამასთან, "WWW-ს მამა" ჰყვება, რომ საიტზე მითითებულ ტელეფონზე დარეკვისას მას აცნობეს, რომ მოცემულ ნომერზე არ არის კომპანია, რომელიც ინტერნეტით ვაჭრობს. თუმცა, ბერნერს-ლი ამან არ დააეჭვა.
ინტერნეტის გამომგონებელმა განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს საკუთარი ფულის დაბრუნების იმედი. თუმცა, მისი თქმით მას ბევრი არც დაუკარგავს.

Levan

Number of posts : 12
Registration date : 11.03.09

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum