ამერიკელებმა ავტომობილის უნიკალური "თვითაღმდგენი" საღებავი გამოიგონეს

View previous topic View next topic Go down

ამერიკელებმა ავტომობილის უნიკალური "თვითაღმდგენი" საღებავი გამოიგონეს

Post  Levan on Tue Mar 17, 2009 4:46 am

ამიერიდან განაკაწრი ავტომობილზე პრობლემას აღარ წარმოადგენს. სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა "თვითაღმდგენი" ავტომობილის საღებავი შექმნეს! მათ მიერ გამოგონილი პოლიურეთანის საფარველი დაზიანებისას თვითაღდგენას დაახლოებით ერთ საათს უნდება. ამისთვის კი ერთადერთი პირობაა საჭირო – მზის შუქი.
ახალი თაობის საღებავში გამოიყენება ნივთიერება ქიტოზანი – იგი შედის კიბორჩხალებისა და კრევეტების " ჯავშანში" ანუ ქიტინში. როცა ავტოსაფარველის ზედაპირი ზიანდება, ქიტოზანი მზის ულტრაიისფერ სხივებზე რეაგირებს – იწყება რეაქცია და უნიკალური საღებავი, რომელიც რგოლისებრი მოლეკულებისგან შედგება, განაკაწრს დაზიანებული რგოლების მოლეკულურ დონეზე ავტომატურად აღდგენის გზით "ირჩენს".

ჟურნალ "საიენსის" ცნობით, ამ ნოუ ჰაუს – იდეალურ საავტომობილო საღებავს აღდგენა მოძრაობის დროსაც შეუძლია. გამოგონების ერთადერთი "სუსტი წერტილი" ისაა, რომ განაკაწრის "უკვალოდ შეხორცება" ერთსა და იმავე ადგილას მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი.

Levan

Number of posts : 12
Registration date : 11.03.09

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum