აშშ-ში 11 წლის გოგონამ ორივე სქესის სამი ბავშვი გააუპატიურა

View previous topic View next topic Go down

აშშ-ში 11 წლის გოგონამ ორივე სქესის სამი ბავშვი გააუპატიურა

Post  Levan on Tue Mar 17, 2009 4:42 am

ამერიკაში, ოჰაიოს შტატში 11 წლის გოგონას სერიულ ძალადობაში ედება ბრალი. ქალის მიერ განხორციელებული პედოფილიის ეს უპრეცედენტო შემთხვევა ქალაქ ზეინსვილში მოხდა, სადაც 11 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა თავისზე პატარა ორი ბიჭი და ერთი გოგონა გააუპატიურა. ეს ამბავი მრავალ ადამიანს აგდებს შოკში, წერს გაზეთი ”კომსომოლსკაია პრავდა”.
დეტექტივ რიჩარდსონს ახლა კიდევ ერთი საქმე მიჰყავს, სადაც ეჭვმიტანილის როლში 13 წლის მოზარდი ფიგურირებს.
ბავშვებს შორის სექსუალური დანაშაული სულ უფრო და უფრო ხშირია, თვლის მასკინჰემის ოლქის არასრულწლოვანთა საქმეების ხელმძღვანელი მასკინჰემ რონდა ჰინკლი.
მისი აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ აქამდე აკრძალულ ინფორმაციაზე, ბავშვს ახლა ხელი მიუწვდება. ამას გარდა, უმეტესად მსგავს ძალადობას იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუ ბავშვი შერეულ ოჯახში ცხოვრობს.
მოსამართლე ჯონ შაფერი, რომელიც 27 წელზე მეტია მუშაობს, აღნიშნავს, რომ მსგავსი დანაშაულებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება. ამასთან, შესამჩნევი ზრდა 15 წლის წინათ დაიწყო.
ხშირ შემთხვევაში, მოზარდ მოძალადეს დაბალი IQ აქვს და მათი მსხვერპლი მეზობლად ან მათ ოჯახში მცხოვრები ბავშვები ხდებიან.
თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მშობლები ძირითადად სამსახურში არიან და წარმოდგენაც კი არ აქვთ სად ან ვისთანაა მათი შვილი. რა თქმა უნდა, ყურადსაღბია საგანგაშო ნიშნები. თუ კი, ბანაკიდან დაბრუნებული მოზარდი დასაწოლად ტანსაცმლით წვება ან სიბნელეში დაძინების ეშინია, ალბათ აჯობებდა მასთან გასაუბრება, შესაძლებელია ეს დეპრესიის ნიშანიც იყოს და არა სექსუალური ძალადობისა.
ავსტრიელი ფსიქიატრის ზიგმუნდ ფრეიდის მოსაზრებით ადამიანი სექსუალური აქტივობის რამდენიმე პიკს გადის: 3-5, 7-9 და 13 წელი, შემდეგ კი მზარდია.
ერთეულ შემთხვევებში სექსუალური ქცევა ჰორმონალური დარღვევის ან ტვინის სიმსივნის შედეგია, მაგრამ უმეტესად ამის მიზეზი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა.

Levan

Number of posts : 12
Registration date : 11.03.09

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum