თბილისის ქუჩებში ახალი პლაკატია - ”რატომ?"

View previous topic View next topic Go down

თბილისის ქუჩებში ახალი პლაკატია - ”რატომ?"

Post  Levan on Tue Mar 17, 2009 4:27 am


რატომ? - საზოგადოების მიერ ხელისუფლებისთვის დასმული ამ ტიპის შეკითხვები, პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. შეკითხვაზე, რატომ 7 ნოემბერი? რატომ სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის მკვლელობა, აგვისტოს ომი - მოქალაქეებმა ხელისუფლებისგან პასუხი დროულად უნდა მიიღონ. დაახლოებით ასეთია ქვეტექსტი იმ პლაკატებისა, რომლის ავტორებიც ახლად შექმნილი სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები არიან.

მოძრაობის წევრები ჯერ ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებენ.

აცხადებენ, რომ პლაკატები, საპროტესტო მოძრაობის პირველი ეტაპია. შემდეგი, ეტაპი - საპროტესტო ხასიათის სტიკერები იქნება. მესამე ეტაპზე კი, საზოგადოება მოძრაობის წევრებს, მათ მიერ ორგანიზებული ფართომასშტაბიანი, მშვიდობიანი აქციების დახმარებით გაიცნობს.

დამფუძნებლების განცახდებით, ეს არის სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ აქვს კავშირი. არც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ინიციატივებთან შეუქმნიათ წინააღმდეგობის კომიტეტები.

მოძრაობაში ძირითადად საშუალო ასაკის ადამიანები არიან გაერთიანებულნი, რომელნიც მზად არიან ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას და ძალადობას სხვადასხვა ხასიათის, მხოლოდ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით დაუპირისპირდნენ.

Levan

Number of posts : 12
Registration date : 11.03.09

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum