First Georgian Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

Lamborghini Murcielago LP 670-4 SuperVeloce ოფიციალური ანონსი

Go down

Lamborghini Murcielago LP 670-4 SuperVeloce ოფიციალური ანონსი Empty Lamborghini Murcielago LP 670-4 SuperVeloce ოფიციალური ანონსი

Post  DeSouza Mon Mar 09, 2009 7:04 pm

Lamborghini Murcielago LP 670-4 SuperVeloce ოფიციალური ანონსი C85a22af6ce6

კომპანიამ Lamborghini გამოაქვეყნა ინფორმაცია და ფოტოგრაფიები ყველაზე ბოლო მოდელისა Murcielago LP 670-4 SuperVeloce. ამ მოდელს მეტი სიმძლავრე აქვს, ნაკლები წონა და უფრო დიდი სიჩქარე, ვიდრე მის წინამორბედს LP-640. როგორც მოდელის სახელიდან ჩანს, მისი ძრავის V12 სიმძლავრეა 670 ცხენის ძალა, მოცულობა 6.5 ლიტრი. ასეთი მაჩვენებლები მხოლოდ და მხოლოდ ძრავის გაზისგანაწილების სისტემის ოპტიმიზაციით და ჰაერის შეშვების სისტემის დარეგულირებით იქნა მიღწეული. წონის 100 კგ-ით შემცირების შემდეგ მას 3.2 წმ-ში შეუძლია განავითაროს 100 კმ/სთ. ავტომობილს ახალი სპოილერი Aeropack Wing აქვს, რომელიც მეტ დაწოლის ძალას ქმნის, მაგრამ დამატებითი სამუხრუჭე ძალა მაქსიმალურ სიჩქარეს ზღუდავს 336 კმ/სთ-მდე მისი დიზაინი უფრო სადაა ვიდრე Reventon-ისა. წინა ჰაერისშემწოვი გაკეთებული იყო სამუხრუჭე სისტემის გასაგრილებლად, ხოლო უკანა სპოილერი ოდნავ უკან დაწიეს. “კაპოტი”-ს სახურავი აღჭურვილია სამი ექვსკუთხიანი გამჭვირვალე პლასტიკით, რომლებსაც ნახშირბადის ბოჭკოს ჩარჩო იჭერს. ინტერიერი გაფორმებულია ალკანტარის მატერიისგან, ხოლო მისი ნაკერი კარგად ერწყმის მანქანის ექსტერიერს.
DeSouza
DeSouza
Admin

Number of posts : 27
Age : 40
Registration date : 07.03.09

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum